დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KazMunayGas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტის შეფერხების მიზეზი დაასახელა - მედია

KazMunayGas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტის შეფერხების მიზეზი დაასახელა - მედია

2023-02-12 14:00:16

ყაზახეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Kazmunaigas-მა ნავთობის ექსპორტი გიგანტური „თენგიზის“ საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით მას შემდეგ გადადო, რაც BP აზერბაიჯანმა  ჯეიჰანიდან ნავთობის გადაზიდვისთვის ფორსმაჟორული გარემოებების შესახებ განაცხადა .

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაზრის ოთხმა წყარომ იტყობინება.

„ჯეიჰანში გამოცხადდა ფორსმაჟორი და თენგიზის საბადოდან ნავთობის მიწოდება BTC-სთვის“, - თქვა ბაზრის წყარომ.

KazMunayGas ნავთობის მიწოდებას თებერვალში BTC მილსადენის მეშვეობით Tengizchevroil-ის (TCO) წილებიდან გეგმავდა, რომელსაც აშშ-ის ნავთობკომპანია Chevron-თან და სხვა აქციონერებთან ერთად ფლობს.

კომპანია აპირებს 120 000 ტონამდე ნედლი ნავთობის ტრანზიტს კასპიის ზღვის გავლით აქტაუს პორტიდან ბაქოში BTC-ის მილსადენით გადასაზიდად.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობით დატვრთული ტანკერების გადაადგილება თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის გამო კვლავ შეჩერებულია. 

BP-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია განაგრძობს  ნავთობის ამოტუმბვას BTC-ის მილსადენით ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან. ნავთობი მიეწოდება ჯეიჰანში და ის არსებული შესანახი ავზები ივსება. 

ჯეიჰანის პორტს ნავთობის შესანახი 7 ტანკერი აქვს, თითოეულის ტევადობა 1 მილიონი ბარელია. 

ხაზის დღიური გამტარუნარიანობა 1,2 მილიონი ბარელია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები