დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხაჭაპურის ინდექსი, ბათუმის გარდა ყველა ქალაქში შემცირდა

ხაჭაპურის ინდექსი, ბათუმის გარდა ყველა ქალაქში შემცირდა

2023-05-02 18:24:14

აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას iset ავრცელებს. 

iset-ის მონაცემებით, წლიურ ჭრილში, აპრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგ ინგრედიენტებზე: რძე (+14.9%), საფუარი (+14.5%), კარაქი (+11.1%), კვერცხი (+3.7%), ფქვილი (+1.5%). თუმცა ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში კი ინდექსის ღირებულება შემცირდა, რაც მეტწილად ყველის ფასის შემცირებამ განაპირობა, რომელიც წინა თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიაფდა. წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის დანარჩენი ინგრედიენტების ფასებიც შემცირდა: კვერცხი (-4.8%), კარაქი (-2.0%), რძე (-1.7%), ფქვილი (-0.7%). ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიყვება ნედლი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც პიკს ივნის-ივლისში აღწევს. გარდა ამისა, იმპორტირებული აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებაც იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებს ამცირებს.

„ქალაქების მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ თვიურ ჭრილში (2023 წლის მარტთან შედარებით) ინდექსი ყველაზე მეტად ქუთაისში შემცირდა (-14.3%).

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შემცირება დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცა: თბილისში 13.3%-ით შემცირდა, თელავში – 5.6%-ით. გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც მარტთან შედარებით აპრილში ინდექსი 3%-ით გაიზარდა. მიზეზი შეიძლება სააღდგომოდ ტურისტების შემოდინება იყოს, რამაც სურსათზე მოთხოვნა გაზარდა“, - განმარტავენ iset-ში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები