დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ხახაბოს" ბრენდით ადგილობრივ ბაზარზე სელის პური გამოჩნდა

,,ხახაბოს" ბრენდით ადგილობრივ ბაზარზე სელის პური გამოჩნდა

2023-03-12 17:24:27

საქართველოში სელის პურის წარმოება სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. დედაქალაქის შემდეგ სელის პური მალე რეგიონებში მდებარე სუპერმარკეტების დახლებზეც გაჩნდება.  

ამ პურის უნიკალურობა ხარისხსა და სამკურნალო დანიშნულებას უკავშირდება.

როგორც სელის პურის მწარმოებელ კომპანია ,,ხახაბოს" დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი  Business Insider Georgia- თან განმარტავს, პური ძირითადად სელის ფქვილისგან მზადდება გოგრის, სელის, სეზამისა და ჩიას  მარცვლების შერევით, რაც უნიკალური გემოთი გამოარჩევს.

„სელის პურის წარმოება 2022 წელს დავიწყეთ. მოთხოვნა მის მიმართ მზარდია და უკვე მუდმივი დამკვეთებიც გვყავს. ამ ეტაპზე დღიურად  150 პური ცხვება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი გემოებით და ინგრედიენტების პური ბაზარზე არ არის.

სელის პურის სახელწოდებით ძირითადად ისეთი პროდუქტი იყიდება, რომელშიც  მხოლოდ მარცვლებია გარეული, ჩვენი პროდუქტი  ნამდვილი სელის პურია, უშუალოდ სელის ფქვილზე გამომცხვარი პური, რომელშიც გარეული გვაქვს გოგრის მარცვლები,  სელის, ჩიას და სეზამის მარცვლები.  ფქვილსაც ჩვენ ვამზადებთ. არის დიეტური, მზადდება ნატურალური ბუნებრივი საფუვრით და სამკურნალოა.  პროდუქტს გავლილი გვაქვს ყველანაირი ლაბორატორიული შემოწმება", - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.

„ხახაბოს" სელის პური  გაყიდვაშია მსხვილი სუპერმარკეტების დახლებზე, როგორიცაა ,,გუდვილი", „ევროპროდუქტი", ,,ფრესკო" და სხვა. მალე პროდუქტი რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გახდება, რაზეც რითეილ სექტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

450 გრამიანი პურის ღირებულება 5 ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები