დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხათუნა ბურკაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩაატარა

ხათუნა ბურკაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩაატარა

2023-04-19 14:26:59

„ჯეოქეისის“  სასწავლო პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ - მორიგი კურსის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე         საჯარო          ლექცია          ჩაატარა.
 

ან ევროკაშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. ხათუნა ბურკაძემ ნატო-ს მე-5 მუხლის საფუძველზე შექმნილ კოლექტიური თავდაცვის სისტემის პრინციპების თაობაზე ყურადღება გაამახვილა.

 

„ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით შესაბამისი მექანიზმები გააჩნიათ. ეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უსამართლო ომმა რეგიონში გეოპოლიტიკური მოცემულობა შეცვალა“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

 

„პოლარიზაციის შემცირებით, რეფორმებითა და პროაქტიული საგარეო პოლიტიკით უნდა შევძლოთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე გამოკვეთა.  ამ პროცესის წარმატება ქვეყნის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს, რადგან გულისხმობს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის. ამასთანავე, საქართველო საკუთარი ხმით მონაწილეობას მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის პრიორიტეტების დადგენაში, რაც საერთაშორისო არენაზე ჩვენს ქვეყანას უფრო ღირებულ სუბიექტად აქცევს“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

მისივე თქმით, „ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმები დაცული იქნება და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ოკუპაციით, ანექსიით შეცვლის მოწმენი არ გავხდებით“.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები