დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდება და ამას მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს - კახა კალაძე

ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდება და ამას მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს - კახა კალაძე

2023-03-13 14:55:50

დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და  ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში,  განწირულია კრახისთვის.

„ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები