დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კლასილურ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი იცვლება - კანონპროექტი

კლასილურ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი იცვლება - კანონპროექტი

2023-04-03 15:40:07

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილა.

ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. შესაბამისი კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებით ქვეყანაში შემოდის ევროპული რეგულაციები კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება ატარებს რეფორმას ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს ავტოპარკის განახლებას იმგვარად, რომ ერთი მხრივ, ის დარჩეს ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, მაქსიმალურად თავსებადი ეკოლოგიასთან. რეფორმებით ხელისუფლებამ მაქსიმალურად წაახალისა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. ამ ფონზე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ რეგულაციებს კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. შესაბამისად რეფორმების საერთო რეგულაციებში არ უნდა მოხდეს იმ მნიშვნელოვანი სფეროს და სექტორის დაზიანება, რასაც ჰქვია კლასიკური, ისტორიული ავტომობილები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, ცვლილება ასევე განხორციელდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში". აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება  და ევროპის მსგავსად  დაწესდება განბაჟების ტარიფი.

კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები