დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში დეპოზიტები შემცირდა

კომერციულ ბანკებში დეპოზიტები შემცირდა

2023-02-27 06:27:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 43.64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით ნაკლები).

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.83%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.93%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 45.11 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით).

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.06% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.22%, ხოლო ევროს წილმა 17.06% შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები