დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულმა ბანკებმა წლიურად 5.5%-ით მეტი სესხი გასცეს

კომერციულმა ბანკებმა წლიურად 5.5%-ით მეტი სესხი გასცეს

2023-03-13 14:17:24

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა 2023 წლის იანვარში, წინა თვის 3.9%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, იანვარში სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.3%-მდე დაჩქარდა (+12.1% წ/წ წინა თვეში).

სექტორების მიხედვით, დაჩქარდა როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპები, პირველის შემთხვევაში ზრდა 10.0% იყო (+8.6% წინა თვეში), ხოლო მეორეს შემთხვევაში ზრდამ 16.4% შეადგინა (+15.4% წინა თვეში);

აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 13.2%-ით გაიზარდა, წინა თვის 12.2%-იანი ზრდის შემდეგ.

2023 წლის იანვარში სესხების დოლარიზაცია მცირედით 44.7%-მდე გაიზარდა (-5.25პპ წ/წ და +0.41პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.13პპ წ/წ და +0.17პპ თ/თ).

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 43.6 მლრდ ლარი შეადგინა

2023 წლის იანვარში (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, იანვარში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 29.3% (+30.3% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 29.1% შეადგინა, წინა თვის მსგავსად.

ამასთან, იანვარში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 54.9% შეადგინა (-3.70პპ წ/წ და -1.22პპ თ/თ), რაც 1998 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები