დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-ის განცხადება

კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-ის განცხადება

2023-04-20 15:04:09

კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-ი  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების პროტესტის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ჩვენი კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც აშენებს რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, დასაქმებულებს საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან შესაფერის პირობებს უქმნის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის მისაღები და უსაფრთხო შრომის პირობები.

ჩვენი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, სადაც განსაზღვრულია როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთანავე, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, ამისთვის დაქირავებული გვყავს შრომის უსაფრთხოების ექსპერტებიც, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც მუდმივად ვითვალისწინებთ.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.

კომპანია, აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე".

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები