დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია „ელპლუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „ელპლუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

2023-04-19 16:33:05

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „ელპლუსი“ შემოუერთდა, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და დივერსიფიცირებული პორტფელით ბოლო 18 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ „ელპლუსი“ აქტიურად მუშაობს დეველოპმენტის, წარმოების, ჰოსფითალითის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სახელმწიფო, თუ სტრატეგიული პროექტი ქვეყნის მასშტაბით.

„ელპლუსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 ზე მეტი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.

კომპანია მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდისგან შედგება, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

საქართველოში „ელპლუსი“ 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენელია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ელპლუსის“ სახანძრო უსაფრთხოების მართვის პანელი ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რათა მათი პარტნიორი კომპანიებში მომუშავე კადრებისთვის მუშაობის პროცესი იყოს უფრო მარტივი და რეაგირება სწრაფი.

აღსანიშნავია, რომ „ელპლიუსმა“ ამ დროის მანძილზე, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით წარმატებით განავითარა ადგილობრივი წარმოება და დღეს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, წარმოებული პროდუქციის უმეტესობა გამოიყენება სახანძრო უსაფრთხოებისთვის, მაგალითად ცეცხლგამძლე ბინის და ტექნიკური სივრცეების კარები, სახანძრო კარადები, ცეცხლმაქრები და ა.შ.

კომპანიის საწარმოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის გარდა ლითონის პროდუქციის ფართო სპექტრი იწარმოება.

„მივესალმებით „ელპლუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს  ნერგავს, რაც მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და საინტერესო იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

უახლესი

10 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები