დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია - ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია - ირაკლი ლექვინაძე

2023-05-09 17:00:29

ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და DCFTA–ს დებულებების თანახმად, დაიხვეწა სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს.

მისი თქმით ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მიერ, 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს.

„ამავე წელს, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების, კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნისა და კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებისაგან ბაზრის დაცვის მიზნით, შეიქმნა დამოუკიდებელი უწყება - საქართველოს კონკურენციის სააგენტო.

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებლის უფლებების დაცვის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია.

საქართველოს პარლამენტის მიერ, 2020 წელს, დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია.

2021 წლიდან, ამოქმედდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. 2022 წელს კი ძალაში შევიდა კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომლის აღსრულებაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

2022 წლის 1-ელ ივნისს, კონკურენციის სააგენტოში დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“.

პროექტის მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაძლიერება.

ასევე, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, ევროკავშირის დაფინანსებით, ასეთივე მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა 2017 წელს - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების და DCFTA–ს დებულებების თანახმად, დაიხვეწა სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო.

გილოცავთ ევროპის დღეს ყველას!", - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები