დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონკურენციის სააგენტო ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ახორციელებს – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტო ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ახორციელებს – ირაკლი ლექვინაძე

2023-04-27 15:16:17

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ახორციელებს.

„ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი დასრულდა 2022 წლის დასაწყისში და გაცემული 13 რეკომენდაციის აღსრულება დაიწყო აქტიურად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა აღნიშნული რეკომენდაციების იმპლემენტაცია. დაახლოებით 10 რეკომენდაცია ამ ეტაპზე დანერგილია ან დანერგვის პროცესშია. მათ შორის არის – ჯენერიკული და ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, ნორმატიული ბაზის განახლება, ბოლო გადაწყვეტილება იყო რეფერენტული ფასების განახლება, რომელიც ეხმიანება ჩვენი რეკომენდაციებს, რომელიც გულისხმობდა იმ მიმართულებებზე თავისუფალი ფასწარმოქმნის  გადახედვას.

რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღების შემდეგ, მთავარმა ხუთმა კომპანიამ, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები მოულოდნელად გააძვირეს. ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების შემთხვევაში, საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა, თუმცა ჩვენი შეფასების საგანი გახდა.

ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის წარდგენილი ფასი, ხუთივე კომპანიის შემთხვევაში, იდენტური იყო. ეს იყო საკმარისი საფუძველი, რომ დაგვეწყო მოკვლევა. ამ ეტაპზე ხუთი ფარმაცევტული კომპანიის მოკვლევას ვახორციელებთ. საკითხი ეხება შეთანხმებულ ქმედებას, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. დადგინდება თუ არა დარღვევა ამას მოკვლევის პროცესი გვაჩვენებს, რომელიც საჯაროგახდება სავარაუდოდ, ექვსი თვის შემდეგ,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, სავარაუდო შეთანხმების ფაქტზე მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, კომპანიები ინფორმირებულები არიან და მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.

„გასულ წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთის ბაზრიდან პარალელური იმპორტის დაშვება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, რომელმაც  პრაქტიკულად 50-70%-იანი კლება გამოიწვია რიგ მედიკამენტებზე. აქაც იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები გაძვირდა და ეს იქნა დაკავშირებული ლოჯისტიკურ პრობლემებთან, იმასთან, რომ თურქეთშიც გაძვირდა წამლები.

თუმცა, ჩვენი შეფასებით, არც იმდენად გაძვირებულა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გვქონდა პოზიცია და კომპანიებს მოვუწოდეთ არ შეუქმნან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ხელოვნურად პრობლემები, რადგან ეს ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრად იქნება შეფასებული. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში, სამ კომპანიაში დაფიქსირდა ფასების მკვეთრი გაძვირება.

რაც შეეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებს, ხუთი კოპანიის შემთხევში ფიქსირდება თეთრების სიზუსტით ერთიდაიგივე ფასის შეთავაზება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ეს საკმარისი საფუძველია ჩვენთვის, რომ სავარაუდო შეთანხმების ფაქტზე მოკვლევა დაგვეწყო,”- ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

52 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები