დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის - პრემიერი

ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის - პრემიერი

2023-06-06 14:35:18

ჩვენი ხედვა არის შემდეგი - ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ,  - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას შეეხებოდა.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი აეროპორტის პროექტზე, რომელიც გუშინ, მთავრობის სხდომაზე დააანონსა.

„გუშინ მე დავაანონსე კიდევ ერთი ძალიან მსხვილი პროექტი, ესაა ახალი აეროპორტის მშენებლობა, ეს იქნება რამდენიმე ასეულ მილიონიანი პროექტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას ავუშენოთ ახალი საერთაშორისო კლასის, დონის აეროპორტი, ვინაიდან არსებული აეროპორტი ვერ უძლებს კრიტიკას და ზოგადად იმ გამოწვევებს და ამბიციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა გახდეს რეალურად ჰაბი, მათ შორის საავიაციო ჰაბი, აუცილებელია, თანამედროვე აეროპორტის მშენებლობა, თავისი ტერმინალებით, კარგო ტერმინალებით ადა ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ,"- განაცხადა პრემიერმა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები