დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

2023-04-19 11:40:46

უცხოელს რომელსაც საქართველოში შემოსვლა სურს,ზოგად შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის ვიზა ესჭიროება, რომელიც სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) გაიცემა.

თუმცა რიგი ქვეყების მოქალაქეები ვიზის გარეშე შემოდიან, იმყოფებიან ან ტრანზიტით გადიან საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შედარებით ლიბერალურია, რაც მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის შესაძლებლობას.

გარდა ამისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი (50 ქვეყანა) რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შესაბამისი ვადითა და პირობებით, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა. 

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა:

1. ავსტრალიის თანამეგობრობა

2. ავსტრიის რესპუბლიკა

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4. ალბანეთის რესპუბლიკა

5. ამერიკის შეერთებული შტატები

6. ანდორის სამთავრო

7. ანტიგუა და ბარბუდა

8. არაბთა გაერთიანებული საამიროები

9. არგენტინის რესპუბლიკა

10. ახალი ზელანდია

11. ბარბადოსი

12. ბაჰრეინის სამეფო

13. ბაჰამის თანამეგობრობა

14. ბელარუსის რესპუბლიკა

15. ბელგიის სამეფო

16. ბელიზი

17. ბოსნია და ჰერცეგოვინა

18. ბოტსვანის რესპუბლიკა

19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20. ბრუნეი-დარუსალამი

21. ბულგარეთის რესპუბლიკა

22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23. დანიის სამეფო

24. დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი

27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28. დომინიკის რესპუბლიკა

29. ელ-სალვადორი

30. ეკვადორის რესპუბლიკა

31. ესპანეთის სამეფო

32. ესტონეთის რესპუბლიკა

33. თურქეთის რესპუბლიკა

34. თურქმენეთი

35. იაპონია

36. ირლანდიის რესპუბლიკა

37. ისლანდია

38. ისრაელის სახელმწიფო

39. იტალიის რესპუბლიკა

40. კანადა

41. კატარის სახელმწიფო

42. კვიპროსის რესპუბლიკა

43. კოლუმბიის რესპუბლიკა

44. კორეის რესპუბლიკა

45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46.ლატვიის რესპუბლიკა

47. ლიტვის რესპუბლიკა

48.ლიბანის რესპუბლიკა

49. ლიხტენშტაინის სამთავრო

50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51. მავრიკის რესპუბლიკა

52. მალაიზია

53. მალტის რესპუბლიკა

54. მექსიკის შეერთებული შტატები

55. მონაკოს სამთავრო

56. მოლდოვის რესპუბლიკა

57. მონტენეგრო

58. ნიდერლანდების სამეფო

59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60. ნორვეგიის სამეფო

61. ომანის სასულთნო

62. პანამის რესპუბლიკა

63. პოლონეთის რესპუბლიკა

64. პორტუგალიის რესპუბლიკა

65. რუმინეთი

66. რუსეთის ფედერაცია

67. საბერძნეთის რესპუბლიკა

68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69. სან-მარინოს რესპუბლიკა

70. საუდის არაბეთის სამეფო

71. საფრანგეთის რესპუბლიკა

72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73. სეიშელის კუნძულები

74. სენტ-ვისენტი და გრენადინები

75. სერბეთის რესპუბლიკა

76. სინგაპურის რესპუბლიკა

77. სლოვაკეთის რესპუბლიკა

78. სლოვენიის რესპუბლიკა

79. სომხეთის რესპუბლიკა

80. ტაილანდის სამეფო

81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82. უზბეკეთის რესპუბლიკა

83. უკრაინა

84. უნგრეთი

85. ფინეთის რესპუბლიკა

86.ქუვეითის სახელმწიფო

87. ყირგიზეთის რესპუბლიკა

88. ყაზახეთის რესპუბლიკა

89. შვედეთის სამეფო

90. შვეიცარიის კონფედერაცია

91. ჩეხეთის რესპუბლიკა

92. წმინდა საყდარი

93. ხორვატიის რესპუბლიკა

94. ჰონდურასის რესპუბლიკა

იმ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მთავრობის №256 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს, მიუხედავად მოქალაქეობისა.

*ჩინეთის, *ეგვიპტის, *გაიანას, *ინდონეზიის, *ინდოეთის, *შრი ლანკას, *ნეპალისა და *პერუს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამავე ქვეყნის მიერ გაცემულ დიპლომატიურ ან ოფიციალური/სამსახურებრივ მოქმედ პასპორტს, შეუძლიათ შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე (განსაზღვრული ვადით).

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა არაუმეტეს 30 დღის ვადით;

საქართველოში ბინადრობის ნებართვის, საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა აღნიშნული დოკუმენტების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.

საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა 10 დღეს არ აღემატება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები