დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა

2023-02-10 17:22:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6670 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8758 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0208 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 11 თებერვლს შევა.


მსგავსი სიახლეები