დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
LEGO-მ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო შექმნა

LEGO-მ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო შექმნა

2023-02-07 11:10:38

სათამაშოების მწარმოებელმა დანიურმა კომპანია Lego - მ იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო შექმნა. 

„კვარაცხელია-მანია, ლეგო მას პატარა კაცს უძღვნის“, - ამ სათაურით სტატიას იტალიური მედია აქვეყნებს. 

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით შარფები, მაისურები, დროშები და სხვა გაჯეტები იყიდება. რის შემდეგაც მას Lego-მ პერსონალიზებული სათამაშო მიუძღვნა. 

მედიის ცნობით, ამ სათამაშომ მალევე მიიპყრო ბავშვებისა და მოზარდების ყურადღება. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის პირველ ივლისს „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები