დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან ალაფიშვილი: პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას

ლევან ალაფიშვილი: პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას

2023-03-09 11:37:18

იურისტი ლევან ალაფიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის შემდეგაც კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოდან რეალური გაწვევა მოხდება. იურისტი წერს, რომ ხალხთან შეხვედრები საჭირო არ არის.

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.

პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.

რა უნდა მოხდეს:

  • - ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი
  • - რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
    , - აღნიშნავს ალაფიშვილი.
  • აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.
  • სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ“, - წერს ალაფიშვილი და განმარტავს, თუ როგორ ხდება რეგლამენტით კანონპროექტის გაწვევა.

„კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“- აღნიშნავს ალაფიშვილი. 

დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები