დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელის შეხვდა

ლევან დავითაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელის შეხვდა

2023-04-05 14:18:42

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა დარგებთან დაკავშირებით. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას კულტურის სფეროში. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნაბიჯებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ითქვა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას. 

იტალიის მინისტრის მოადგილის მხრიდან ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა იტალიურ მხარესთან ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების კუთხით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები