დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

2023-04-05 22:09:02

ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმარსრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო. 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების შედეგები

არმანდ დუკა (ალბანეთი) - 45 ხმა 

იესპერ მიოლერ კრისტენსენი (დანია) - 42 

პეტრ ფოუსეკი (ჩეხეთი) - 40

ლევან კობიაშვილი (საქართველო) - 40

ლუის რუბიალესი (ესპანეთი) - 40

ფილიპ დიალო (საფრანგეთი) - 37

ანდრი პაველკო (უკრაინა) - 31

უეფას 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. უეფას პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით აირჩიეს. 

უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა.

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები