დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარე“ ექსპორტზე გადის

„ლუკა პოლარე“ ექსპორტზე გადის

2023-03-20 11:00:21

კაფე-სანაყინეების ქსელ ,,ლუკა პოლარეს" მიერ საქართველოში დამზადებული „ჯელატოს“ ნაყინი წელს პირველად გავა ექსპორტზე.

აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც ,,ლუკა პოლარეს" ფილიალი გაიხსნება. შემდეგი უზბეკეთი იქნება. გარდა ამისა, კაფე-სანაყინეების ცნობილი ბრენდი ქართულ ბაზარზეც ფართოვდება.

როგორც ,,ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი  ანი ციცქიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, მომხმარებელს ყველაზე გემრიელი და სიახლეებით სავსე სეზონი ელის.

„წელს ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. პირველ რიგში, გაფართოების დიდი  და ამბიციური გეგმები გვაქვს. გარდა იმისა, რომ თბილისსა და რეგიონებში ვამატებთ ფილიალებს, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ,,ლუკა პოლარე" წელს პირველად გავა ქვეყნის გარეთ. მუშაობა დაწყებულია და ფილიალს გავხსნით აზერბაიჯანსა და უზბეკეთია, სადაც ჩვენი პროდუქციის ექსპორტი იგეგმება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ახალი ფილიალები დაგვემატება თბილისსა და ბათუმში. ამასთან, ახალი პროდუქტები და კატეგორიები გვემატება და უფრო გავაგემრიელებთ ასორტიმენტს,  როგორც ყოველი სეზონის წინ. თვის ბოლოს დავამატეთ ბიო ნაყინი, რითაც პირველი ვართ რეგიონში", - ამბობს ანი ციცქიშვილი.

რაც შეეხება ფასებს, წელს ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.

„არსებული ფასები შენარჩუნდება. რამე მკვეთრი ცვლილება თუ არ მოხდება სავალუტო ბაზარზე ან ფასების კუთხით, საფასო პოლიტიკა არ გადაიხედება", - ამბობს ციცქიშვილი.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინსა და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს.

ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზეა და ამ დროისთვის ფილიალები აქვს  ბათუმში, ქობულეთში, რუსთავსა და ქუთაისში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 250 ადამიანი, თანამშრომელთა რაოდენობა ახალი ფილიალების პარალელურად კიდევ გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები