დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარე“  მიუსაფარი  ბავშვებისთვის სოციალურ აქციას მართავს

„ლუკა პოლარე“  მიუსაფარი  ბავშვებისთვის სოციალურ აქციას მართავს

2023-04-11 16:08:54

სანაყინეების ცნობილი ბრენდი „ლუკა პოლარე“ 12 აპრილს, მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეს  „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასთან“ ერთად სოციალური კამპანიით #ემეგობრე  ეხმაურება.

მთელი დღის განმავლობაში, „ლუკა პოლარეს“ აღმაშენებლის ფილიალში (მის. აღმაშენებლის გამზ.  #125) ბრენდის მეგობრები და საზოგადოებისთვის საყვარელი სახეები სიმბოლურად კონსულტანტის როლს მოირგებენ და მოსულ სტუმრებს უმასპინძლებენ.

ამ დღეს შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების საჭიროებებს.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბევრი წელია ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ბავშვების სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობენ და ვცდილობთ მათი საჭიროებების მოგვარებას და ამა თუ იმ საკითხზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

12 აპრილის კამპანია, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სწორედ ამიტომ,  ჩვენს მეგობრებთან ერთად, 12 აპრილს აღმაშენებლის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში ჩვენს პატარა სტუმრებს დახვდებათ  ინოვაციური „მობილური სკოლა“, რომლის მოხალისეებიც სხვადასხვა  სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს შემოგვთავაზებენ. ასევე, შემოსული თანხა მოხმარდება კონკრეტული პრობლემების მოგვარებას“,  - ამბობს ანი ციცქიშვილი, „ლუკა პოლარეს“  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების აქტიური წევრები: მანიკა ასათიანი, სალომე არშბა, გოგა ჩანადირი, ანატოლი ბოისია, ნინუცა მაყაშვილი და სხვ.

#ემეგობრე შენც ! ერთად დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ბავშვები ძალადობისგან და ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები