დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარემ" შეფუთული, გაყინული კრუასანების წარმოება დაიწყო

„ლუკა პოლარემ" შეფუთული, გაყინული კრუასანების წარმოება დაიწყო

2023-05-02 16:00:33

 

ინდუსტრიული შეფუთული ნაყინის შემდეგ „ლუკა პოლარეს" ქსელში გაყინული, შეფუთული კრუასანებიც გამოჩნდა. პროდუქტი გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, შეფუთული კრუასანები სამომავლოდ მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებშიც გაიყიდება.

„მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და წარმოების ხაზს გაყინული კრუასანები დავამატეთ. ვფიქრობთ, რომ ბრენდის გაფართოება სამომავლოდ საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ვცდილობთ, ნიშური გახდეს ეს პროდუქცია და მისი დაგემოვნება უკვე სახლის პირობებშიც გახდეს შესაძლებელი. ჩვენს კაფეებში, ყოველ დილით ადგილზე ცხვება ბულანჟერიის ხაზი და ჩვენი სტუმრებისთვის ერთგვარი ტრადიციაა დილის ყავასთან ერთად ცხელ-ცხელი გემრიელობების მირთმევა. იმისთვის, რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია უფრო მასშტაბური გახდეს, ქსელურ მარკეტებშიც შევიტანთ", - ამბობს ანი ციცქიშვილი.

რაც შეეხება ფასს, შეფუთვაში არის 4 ცალი კრუასანი და 12 ლარი ღირს.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები