დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მალე ბაზარზე საქართველოში წარმოებული ზეთისხილის რეალიზაცია დაიწყება

მალე ბაზარზე საქართველოში წარმოებული ზეთისხილის რეალიზაცია დაიწყება

2023-04-28 19:01:03

რამდენიმე დღეში საცალო ქსელში საქართველოში მოყვანილი და წარმოებული ზეთისხილის რეალიზაცია დაიწყება.

როგორც Business Insider Georgia-თან „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, ერთ თვეში კომპანია „კარფურის“, „აგროჰაბისა“ და სხვა სუპერმარკეტების ქსელებში ზეთისხილს შეიტანს.

„ქართული ზეთისხილის“  მიერ წარმოებული დაკონსერვებული ზეთისხილი საცალო ქსელში 0.5, 1 და 2- კილოგრამიანი შეფუთვით გამოჩნდება. 

„ქართული ზეთისხილი“ ბაზარზე გამოიტანს როგორც შავ ასევე მწვანე ზეთისხილს. 

„ეს იქნება ნატურული დაჭმუჭნილი ზეთისხილი. რაც შეეხება ფასებს წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა გაცილებით იაფი იქნება ვიდრე იმპორტირებული“, - აცხადებს ბიზნესმენი.

გიორგი სვანიძის თქმით, საკუთარი ბაღებიდან აღებული მოსავლიდან კომპანია ბაზარზე 70 ტონამდე ზეთისხილს გამოიტანს, ხოლო ფერმერებისგან ჩაბარებული ზეთისხილის ჩათვლით კი ბაზარს 100 ტონამდე პროდუქციას მიაწვდის. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები