დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაცია

მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაცია

2023-03-24 17:17:57

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკემენტების ფასების ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებულ განცხადებებს „უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები“ უწოდა. 

„ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას , არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა.

მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არა აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად.

მაღალი საზოგადოევბრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განვმარტოთ ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების საკითხი და მოსახლეობას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია:

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული პრეპარატების საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისად მათი დაფინანსება დაწყებულია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.

აღნიშნული თარიღიდან დღემდე ფასების ცვლილების სურათი შეგიძლიათ იხილოთ ამავე განცხადებაში, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეპარატებზე ფასების კლება დაიწყო 2022-ის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ა.წ. თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაოს დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მარალი დონიდან გამომდინარე 2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატები იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე. 2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება იყო შეუძლებელი და მოხდა შესაბამისი გადაფასება, მაგრამ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიდაც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში . ასევე მაგალითისთვის. ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ედავებიან ფასის გაძვირებას, განცხადებაში აღნიშნული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია 15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება, რაც პირდაპირ კომპანიის ზარალია. ეს არის ფაქტები და ყველა დამადასტურებელი საბუთები კომპანიებს თავად აქვთ. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში.

თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოში არსებული და ევროპის რეფერენტული ქვეყნების (მაკედონია, ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი) ფასების შედარებას, სადაც ნათლად ჩანს თუ რამდენი პროცენტითაა მეტიფასები რეფერენტულ ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით და არსებული საფასო შედეგი სწორედ საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიების ძალისხმევითაა მიღწეული(იხ.ცხრ.#1).

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ფარმაცევტული კომაპნიების ასოციაცი გმობს მის წევრ კომპანიებზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის, რომლებიც თავისი კომერციული რისკის ფასად ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პაციენტებს უწყვეტად, საერთაშორისოდ დადგენილი წესების სრული დაცვით, მიეწოდოს ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური პრეპარატები“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხდებაში.

მანამდე, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესებული არ არის ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა.

შემდეგ კი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასი 1100 მედიკამენტზე ვრცელდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები