დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში, სავალუტო ბაზარზე კომერციულმა ბანკებმა 27%-ით მეტი დოლარი იყიდეს

მარტში, სავალუტო ბაზარზე კომერციულმა ბანკებმა 27%-ით მეტი დოლარი იყიდეს

2023-04-25 14:10:23

მარტში სავალუტო ბაზარზე რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ შეძენილი აშშ დოლარის რაოდენობამ  5 724 749 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში შეძენილ რაოდენობაზე. 

სებ-ის მონაცემებით, თებერვალში კომერციული ბანკების მიერ შეძენილი იყო 4 501 608 ათასი დოლარი. მთლიანობაში კი 2023 წლის პირველ კვარტალში ბანკებმა 15 263 965 ათასი დოლარი იყიდეს. 

რეალურად მარტში სებ-დან სავალუტო აუქციონზე დოლარის შეძენა არ მომხდარა.

ბანკებმა სავალუტო აუქციონის გარეშე (წმინდა) სებ-დან 219 600 ათასი დოლარი იყიდეს.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა შეძენილია არარეზიდენტი ბანკებიდან - 3 420 275 ათასი დოლარი, იურიდიული პირებიდან 1 329 378 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები