დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი

მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი

2023-04-19 18:02:46

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შეზღუდვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ინფორმაცია უსაფუძვლოა. 

მისივე თქმით, მარტში თურქეთიდან უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა.

მინისტრი ინფორმაციის გაზიარების პროგრამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაზები გამართულია.

„ბაზებს რაც შეეხება, ბაზები ჯერ კიდევ იანვრიდან გამართულია, საქართველოში სულ 4-5 ქსელური აფთიაქი გვაქვს და ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი აფთიაქების ქსელი 98 პროცენტით, სრულად არის ჩართული აღნიშნული ბაზებით ინფორმაციის გაცვლაში. შეუძლებელია ერთი ქსელი სრულად იყოს ჩართული და მეორე, მესამე და მეოთხე ქსელი ასე პრინციპულად მხოლოდ სამი აფთიაქით იყოს წარმოდგენილი და ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე აზიარებდეს - თუ ერთმა შეძლო, სხვასაც შეეძლო.

აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რაც გააკეთეს, თითქოს სადამსჯელო ღონისძიებებს ვიწყებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ნებისმიერის გვერდში დავდგეთ და ქვეყანაში შევქმნათ სწორი სისტემა, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს გახდის გამჭვირვალეს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებისთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მედიკამენტი, არ იქმნებოდეს ხელოვნური დეფიციტი, არ იყოს ფასების გარღვევა. ვერც თურქეთში, ვერც კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. სხვა ქვეყნებშიც, საიდანაც ჩვენთან შემოდის მედიკამენტები, კონკრეტულ დღეს შეიძლება არ იყოს მედიკამენტი, მაგრამ ეს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის.

ჩვენ იმპორტსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და მარტში არის ყველაზე მაღალი იმპორტი თურქეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში.

იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი წელი აქტიურად შემოდიოდა მედიკამენტები, ასევე აპრილშიც წარმატებით გრძელდება. არის მხოლოდ განცხადება და არანაირი მასალა არ მოჰყვება. თუ რამე შეიზღუდა, იქ იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. ერთადერთი დეკემბერში ვნახეთ, რომ მინიმალურად გაიზარდა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასი, ეს რამდენიმე მედიკამენტს, ძირითადად ანტიბიოტიკებს ეხებოდა და გაზრდილი იყო ფასი თურქეთში ჭარბი მოხმარების გამო,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები