დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში, ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა - PMC Research-ის კვლევა

მარტში, ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა - PMC Research-ის კვლევა

2023-04-26 10:10:45

მარტში,  jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით გაიზარდა და 7 365 შეადგინა. 

ბოლო 6 თვის განმავლობაში jobs.ge-ზე 38,836 ვაკანსია გამოქვეყნდა​, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.0%-ითაა გაზრდილი.

PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თერექერის“ თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა.

2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7,047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 42.5%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 10,658 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.4%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 9,008 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თერექერის“ თანახმად, მარტში jobs.ge-ზე  ლოგისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუცია - სექტორში 1 094 ვაკანსია გამოცხადდა, გაყიდვები/შესყიდვების სექტორში - 1 889, ადმინისტრაცია/მენეჯმენტი - 1810, ფინანსები, სტატისტიკა - 1326, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამირება - 286, სხვა 2798. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაყიდვები/შესყიდვების სექტორში ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები