დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

2023-04-04 14:40:40

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ Business Insider Georgia- ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღების შემდეგ სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა. 

მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 აპრილიდან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან) - 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, “B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩატარება)  24 521 პირი დაუშვეს, აქედან უარყოფითი შეფასება მიიღო: 11 659, ხოლო დადებითი შეფასება 12 822 პირმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები