დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში 500 მასწავლებელი გადამზადდება

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში 500 მასწავლებელი გადამზადდება

2023-02-20 02:49:24

კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისადა მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურგანათლებაში ინტეგრირებისპროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველარეგიონიდან, ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს. ღონისძიება იმ ტრენერებთანშეხვედრით დაიწყო, რომლებიც მომავალში პედაგოგებს გადაამზადებენ. შეხვედრა  მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა და ტრენერებს ინფორმაციააღნიშნული პროექტის საკითხებსა და მათ სწორად სწავლებაზე მიაწოდა.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა. პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნავს.

უახლესი

39 წუთის წინ

44 წუთის წინ

49 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები