დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა ჩელთიმ ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“-ში მიიღო მონაწილეობა

მეღვინეობა ჩელთიმ ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“-ში მიიღო მონაწილეობა

2023-04-29 03:01:22

ჩინეთში ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“ გაიმართა, რომელშიც მეღვინეობა ჩელთიმ მონაწილეობა მიიღო.

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ამასთან, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები