დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, გავაანალიზოთ, რა მოხდა და რა არის გამოსასწორებელი - პრეზიდენტი

მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, გავაანალიზოთ, რა მოხდა და რა არის გამოსასწორებელი - პრეზიდენტი

2023-04-07 18:06:11

თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს არ გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭირო არის ქმედითი ნაბიჯები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

„ეს იქნება სრული გამოძიება, თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ჩვენი ყველა ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„არ მიხარია და განვიცდი ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებულთა სიაში. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება, და იმის მიუხედავად, რომ განცხადება ხაზს უსვამს ქვეყნის მხარდაჭერას, ზიანდება ქვეყნის იმიჯი

ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები