დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ს ფარგლებში, დიზაინერ თაკო მექვაბიძისა და m2 ის კოლაბორაციული პროექტი შედგა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ს ფარგლებში, დიზაინერ თაკო მექვაბიძისა და m2 ის კოლაბორაციული პროექტი შედგა

2023-05-12 00:56:00

 

4 მაისიდან - 8 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi -ში საერთაშორისო პროექტის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მე-17 სეზონი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა და საერთაშორისო დიზაინერებმა 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.

პროექტის მიზანს ქართული მოდის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრო, მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან, მათ შორის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები.

წლევანდელი Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს გენერალური სპონსორი m² იყო. პარტნიორობის ფარგლებში, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს ერთ-ერთმა მონაწილე დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ თავის ჩვენებაზე m²-ის განახლებული გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ინსპირაციით შექმნილი სამოსი და აქსესუარები წარმოადგინა.

“ჩემი კოლექციის მთავარი ინსპირაცია სხვადასხვა პროფესიის ქალია. კოსტიუმების სილუეტებიმამაკაცის თარგზეა აგებული, რითიც შევეცადე ქალის ძლიერი მხარეები მეჩვენებინა. ძალიან საინტერესო გამოვიდა m² -თან კოლაბორაცია. კომპანიის განახლებული სლოგანი ჩემი ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო გახდა.

„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თითოეული ჩვენგანის შინაგანი დევიზია და ვფიქრობ, ნამუშევრებიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა“, - თაკო მექვაბიძე, დიზაინერი.

„ჩვენი გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, იმისათვის, რომ ის, როგორც ტენდენცია, როგორც საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი უფრო კარგად იყოს გაგონილი და მოსმენილი.

სამოსზე მისი დატანა და ტარება მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნიკალურები, თავისუფლები ვართ და შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, ისე, როგორც არავის უცხოვრია“, - ირინა დუმბაძე ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები