დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტალის ნაკეთობებზე მოთხოვნა 30-40%-ით გაიზარდა - Metalotechnik

მეტალის ნაკეთობებზე მოთხოვნა 30-40%-ით გაიზარდა - Metalotechnik

2023-05-01 09:40:24

მეტალის ნაკეთობების მწარმოებლების ინფორმაციით, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. მატულობს ფასიც.

როგორც კომპანია „მეტალოტექნიკის" დამფუძნებელი დავით ნინუა Business Insider Georgia- თან ამბობს, ბოლო 2-3 წელიწადში რკინის კონსტრუქციების ღირებულება ფაქტობრივად გაორმაგდა, რაც ინფლაციურ პროცესებს უკავშირდება.

საწარმო მსურველებს ნებისმიერი სირთულის რკინის კონსტრუქციებს - მანქანის სადგომებს, ორანჟერეებს, აივნების და კიბის მოპირკეთებას, ჭიშკრების, კარების, მაგიდების, სკამების, საწოლების, მრავალფუნქციური თაროების დამზადებას სთავაზობს.

„რკინის ნაკეთობები ბოლო წლებში საკმაოდ ტრენდული გახდა. თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. რკინისა და ლითონის ნაკეთობები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ავეჯის წარმოებაშიც. მაგიდებიდან დაწყებული, თითქმის ყველა სახის ავეჯზე მაღალი მოთხოვნაა. წარმოებაში მაღალი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ", - ამბობს დავით ნინუა და დასძენს, რომ ფასების ზრდა პანდემიის პერიოდში დაიწყო, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის დაემატა.

„რეგიონში მიმდინარე ომმა გარკვეული სირთულე შეგვიქმნა, რაც ლოგისტიკის სირთულით იყო განპირობებული. სირთულეები დავძლიეთ, თუმცა ფასები კვლავ მაღალ მაჩვენებელზე დარჩა. ბოლო 2 წელიწადში რკინის ნაკეთობები დაახლოებით 50%-ით გაძვირდა. ლოგისტიკურ პრობლემას დაემატა ინფლაციაც, ამ ყველაფერმა ერთობლივად ფასებზე ნეგატიურად იმოქმედა. რაც შეეხება ტარიფებს, ფასი ნაკეთობის ზომასა და კონსტრუქციის სირთულეზეა დამოკიდებული", - ამბობს დავით ნინუა.

მისი თქმით, მოთხოვნა რკინის ნაკეთობებზე ბოლო პერიოდში დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა. სექტორის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად ,,მეტალოტექნიკის" დამფუძნებელი კადრებთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევს და ამბობს, რომ არსებული დეფიციტის შესავსებლად, მზადაა, საქმის მცოდნე უცხოური კადრი დაასაქმოს.

კომპანიის გეგმაშია გაფართოება და ალუმინის წარმოების ზრდა. გეგმის განხორციელებას დავით ნინუა პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ფიქრობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 000 ლარია.

კომპანია მზადაა, საკუთარი შესაძლებლობები რთული და საინტერესო პროექტების წარმატებით შესრულებით დაამტკიცოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები