დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და  „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

2023-02-23 21:04:19

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

„შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით.

მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები