დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული კომიტეტის სხდომაზე გადავწყვეტთ, არის თუ არა დრო, გაკაცრებული მონეტერული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ - არჩილ მესტვირიშვილი

მონეტარული კომიტეტის სხდომაზე გადავწყვეტთ, არის თუ არა დრო, გაკაცრებული მონეტერული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ - არჩილ მესტვირიშვილი

2023-04-28 12:39:41

10 მაისს გვექნება მონეტარული კომიტეტის სხდომა, და მაშინ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კუთხით. არის უკვე დრო, რომ გაკაცრებული მონეტერული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ, -  ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

„რა თქმა უნდა ვაკვირდებით ტენდენციებს და როგორც ადრე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით. მთლიან ინფლაციას აქვს მკვეთრი შემცირების ტენდენცია, მაგრამ ეს ძირითადად არის იმპორტირებული პროდუქციის შემცირების ხარჯზე.

ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებლები როცა გახდება ცნობილი, ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა  კი 10 მაისს ჩატარდება.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები