დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია - პრეზიდენტი

მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია - პრეზიდენტი

2023-05-10 15:13:26

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ Twitter-ზე ეხმაურება. 

„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“ - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები