დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა - მიზეზები

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა - მიზეზები

2023-02-07 12:25:23

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა. 

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.5 პროცენტით გაიარდა. 

ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა. 

საქსტატის 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში 62 200 ადამინია დასაქმებული. 2021 წელს სექტორმა 9,1 მილიარდი ლარის ნაწარმი გამოუშვა, ხოლო დარგის ბრუნვამ 8,3 მილიარდი ლარი შეადგინა. 

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები