დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მწვანე გზის განვითარება საქართველოში - პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) და მისი უპირატესობების გაცნობა მეწარმეებისთვის

მწვანე გზის განვითარება საქართველოში - პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) და მისი უპირატესობების გაცნობა მეწარმეებისთვის

2023-04-20 19:17:11

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, EU4Environment პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 24 აპრილს  მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების, სააგენტოების, ბიზნესასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების სასწავლო სემინარი გაიმართება,  რომელიც  დაინტერესებული მხარეებისთვის პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიისა და ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის გაცნობას ემსახურება.

 

ღონისძიებაში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია მწვანე და წრიულ  ეკონომიკასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისა (RECP) და გარემოს დაცვის საკითხებთან. შეხვედრა ორგანიზებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან და PRé Sustainability-ისთან (ნიდერლანდები) თანამშრომლობით.

 

ონლაინ ფორმატში ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.  

 

ღონისძიების მიზანია პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხაზგასმით.

 

ღონისძიების თემატიკა მოიცავს:

 

  • მონაწილეებისა და დაინტერესებული მხარეების  ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის, პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიისა და ორგანიზაციის გარემოსდაცვითი კვალის (OEF) თაობაზე;
  •  პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიის წარმოდგენასა და მწვანე ეკონომიკასთან, ასევე, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებასთან მის დამოკიდებულებას;
  • ევროკავშირის მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრისა (SMGP) და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) უპირატესობებისა და შესაძლებლობების გაცნობას მეწარმეებისთვის
  • დისკუსიას დაგეგმილი აქტივობების თაობაზე პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის პილოტირებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი კომპანიებისა და ექსპერტებისთვის.

 

 

 

 

EU4Environment-ის და ევროკავშირის  მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის წარდგენა

 

EU4Environment-ის პროგრამის ფარგლებში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ნერგავს ევროკავშირის  მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივასა და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შეფასების მეთოდოლოგიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში UNIDO-ს კონტრაქტორი ორგანიზაციაა CIVITTA- საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს გარემოსდაცვითი და მდგრადობის  პროექტების განხორციელების კუთხით.

 

გაიგეთ მეტი ევროკავშირის  მწვანე პროდუქციისთვის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივასა და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) შესახებ ჩვენი  ბუკლეტიდან: პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) განვითარება ( ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე)

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები