დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოჯახური“ ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის

„ოჯახური“ ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის

2023-04-03 09:30:09

ქართული სანელებლების კომპანია ,,ოჯახურის" წარმოება და საექსპორტო არეალო წლიდან წლამდე იზრდება. ამ ეტაპზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოს 13-მდე ქვეყანაშია გაყიდვაში და ადგილობრივ ბაზარზეც თითქმის ყველა სუპერმარკეტის დახლებზე გვხვდება.

როგორც „ოჯახურის“ მარკეტინგის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიამ ბოლო 2-3 წელიწადში 50%-იანი ზრდა მოახერხა და გლობალურ ბაზრებზეც უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

„ქართულ სანელებლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან ჩვენი სანელებლები არის 100 %-ით ნატურალური, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რაც შეეხება წარმადობას და მოთხოვნას, დაახლოებით 50%-იანი ზრდაა წინა წლებთან შედარებით. აქტიურად მატულობს გაყიდვები ექსპორტის მიმართულებითაც. ბოლო პერიოდში სომხეთშიც დაინტერესდნენ „ოჯახურით“ და მალე საექსპორტო ხაზს ეს მიმართულებაც დაემატება", - ამბობს სალომე ნეფარიძე.

რაც შეეხება ნედლეულს, როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საქართველოში მოყვანილი მცენარეების გადამუშავების შედეგად იწარმოება.

„ნედლეული უმეტესწილად ქართულ მიწაზეა მოყვანილი და ჯანსაღია. ვიბარებთ მოსახლეობისგან, თითოეულ რეგიონში გვყავს რამდენიმე მომწოდებელი. ხოლო ისეთი ნაწარმი, რომელიც ჩვენს მიწაზე არ მოდის მაგალითად, კურკუმა, დარიჩინი, კარი და სხვა, მათ იმპორტს აზიური ქვეყნებიდან ვახდენთ. წარმოებაშია დაახლოებით 80-მდე პროდუქცია, მათ შორის ჯემები, კომპოტები და მარინადები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციაა. ამასთან, „ოჯახურს“ რამდენიმე ახალი პროდუქტიც დაემატა - ტყემალი აჯიკა, ძმარი, რომელიც ყველა ქსელურ მარკეტში იყიდება და ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა", - ამბობს სალომე ნეფარიძე.

„ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები