დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოჯახური“ სააღდგომოდ გაყიდვების 50%-იან ზრდას ელოდება

„ოჯახური“ სააღდგომოდ გაყიდვების 50%-იან ზრდას ელოდება

2023-04-01 00:01:00

ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ მომხმარებლებს სააღდგომო პროდუქციაზე წამახალისებელ აქციებს სთავაზობს. მსხვილ ქსელურ მარკეტებში მყიდველს „ოჯახურის“ გამორჩეული სტენდები დახვდება.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, სუნელ-სანელებლებლები სპეციალური შეთავაზებით გაიყიდება.

„მომხმარებლისთვის პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ. „ოჯახურის“ გამორჩეული სტენდები ყველა წამყვან სუპერმარკეტში განვათავსეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციის ფარგლებში შეიძინოს ილი, დარიჩინი, საკონდიტრო მოსაყრელი, ენდრო და სხვა. რაც შეეხება შედარებით ახალ პროდუქტის - მწვანე ტყემალს ჩაქაფულისთვის, მასზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ  2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სააღდგომო გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. სააღდგომო აქცია 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება ფასებს, „ოჯახურის" სანელებლების  ღირებულება 3 - 5 ლარის  ფარგლებში მერყეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები