დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ელჩნათან, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილა

ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ელჩნათან, სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილა

2023-02-22 14:28:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შერაზ გარსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მრავალწლიანი მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო სისტემის საფუძველზე ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაშიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ საფრანგეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო. ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„როგორც იცით, ევროკავშირი ღირებულებების და პრინციპის ერთობაა. მე მინდა მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, საქართველოს დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით თავი უნდა დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე. მე მივესალმები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პროექტებს და აღვნიშნავ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შერაზ გარსმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და მესაქონლეობის განვითარების, ასევე ღვინის სერტიფიცირებისა და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს უფროსი რაფაელ ჟოზანი და საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი ფრანსუა ანრი კლოარეკი ესწრებოდნენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები