დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება

2023-04-23 12:15:52

24-25, აპრილს პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები