დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - რა იცვლება

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა - რა იცვლება

2023-02-09 18:18:07

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სებ-ის პრეზიდენტს, ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა.

პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. კიდევ ერთი ცვლილება ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის საკითხს ეხება.

თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. მისი ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს  ვადა 2 მარტს ეწურება და ამ დრომდე  უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები