დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

2023-03-10 12:12:31

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს.

  • წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

ორ დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

9 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები