დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პასკა რითეილმა გააძვირა, ფასნამატი 50%-ია - „ტკბილი ქვეყანა“

პასკა რითეილმა გააძვირა, ფასნამატი 50%-ია - „ტკბილი ქვეყანა“

2023-04-10 17:30:39

კომპანია „ტკბილი ქვეყნის“ გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ სააღდგომოდ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პასკა მომხმარებელს რითეილსექტორმა გაუძვირა, რომელიც პროდუქტს 50%-იანი ფასნამატით ჰყიდის.

„სავაჭრო ობიექტებმა იციან, რომ მაღალი მოთხოვნაა და პასკას ნებისმიერ ფასში გაყიდიან,  ამიტომ დიდი ფასნამატით ვაჭრობენ.  ჩვენ არ გვაქვს უფლება და სხვის ბიზნესში ვერ ჩავერევით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ „ტკბილი ქვეყანა“ პასკას ძვირად არ ყიდის.

ფასები მიმდინარე სეზონზე 3-4%-ით დავაკორექტირეთ. ძალიან  ცუდი ტენდენციაა, როცა სავაჭრო ქსელებში 11.90  ლარად შესული პროდუქტი 18 ლარად იყიდება. 50%-იანი  ფასნამატია, სინამდვილეში პასკა ასეთი ძვირი არ უნდა ღირდეს, მაგრამ რაც ამ მხრივ ქსელურ მარკეტებში ხდება, კატასტროფაა“, - ამბობს კახა ყრუაშვილი.

მისი თქმით, გაძვირების მიუხედავად წელს პასკებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. 2022 წელს სააღდგომოდ „ტკბილმა ქვეყანამ“ 465 000 პასკა აწარმოა. ამ ეტაპზე მაჩვენებელი უკვე 500 000-ს აჭარბებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები