დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პიელ ნატურალსი“ ევროპის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

„პიელ ნატურალსი“ ევროპის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

2023-03-21 22:30:53

ქართული ბრენდი „პიელ ნატურალსი“ მომხმარებელს  თავის მოვლის სრულიად ორგანულ საშუალებებს სთავაზობს. 6 წელზე მეტია, რაც კომპანია ბაზარზეა. ბრენდის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ პოპულარულია და დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

უახლოეს პერიოდში ევროპული ქვეყნების მიმართულებით კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს.

როგორც ,,პიელ ნატურალსის“ მენეჯერი ნინო ზოდიაშვიოლი Business Insider Georgia - თან ამბობს, პროდუქციას რეალიზაცია ონლაინ და უკვე სხვადასხვა სალონებსა და მოლებში, ასევე სასტუმროებსა და სპა-ცენტრებში საქართველოს ბაზარზე და უკვე გლობალური მასშტაბითაც ხდება.

„ჩვენი ბრენდი 350-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აერთიანებს. წარმოდგენილი ვართ საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე უამრავი გამომწერი გვყავს და გაგვაქვს პროდუქცია ექსპორტზეც, სამომავლოდ ევროპის მიმართულებით გაყიდვების ზრდას ვგეგმავთ. ჩვენი პროდუქცია 100% -ით ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს მოიცავს. კომპანიის მიზანი მსურველებისთვის საუკეთესო ხარისხის ორგანული პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა მოქნილ ფასად. პარაბინებისა და ქიმიური დანამატებისგან სრულიად სუფთა კოსმეტიკაა.

ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ბიოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალებები, რითაც ვიზიდავთ მომხმარებელს“, - ამბობს ნინო ზოდიაშვილი.

„პიელ ნატურალსის“  კოსმეტიკური ნაწარმი  გათვლილია როგორც  ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის,  თავისი სპა და სამასაჟო ხაზით, ასევე გასარუჯი და თავის მოვლის სხვა საშუალებებით აუზებსა თუ კოსმეტიკურ კაბინეტებში.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის მენეჯერი ამბობს, ,,პიელ ნატურალსის“ ნაწარმი ბიუჯეტურია და  თითქმის ყველა კატეგორიის მომხმარებელზეა მორგებული. პროდუქციის საწყისი ფასი 2 ლარია და ასორტიმენტისა და შემადგენლობის შესაბამისად მატულობს.

კომპანიაში  50 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები