დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები შესაძლოა მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე გახდეს

პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები შესაძლოა მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე გახდეს

2023-04-26 21:01:27

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პიროტექნიკის გამოყენებასთან  დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც  პიროტექნიკის საქართველოში შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციაზე და გამოყენებაზე ერთიანი ჩარჩო რეგულაციის შექმნას ეხება.  

ცვლილება, რომელიც  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანად მომზადდა,   პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს აზუსტებს. 

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები მთავრობის განკარგულების საფუძველზე იქნება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს ერთჯერადი განკარგულება და დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება პიროტექნიკა შემოიტანოს, ფლობდეს და გამოიყენოს მთავრობის განკარგულებითვე განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ასევე, დასაშვები იქნება დაბალი საფრთხის პიროტექნიკის გამოყენება და ასევე ნებისმიერი სახის პიროტექნიკის ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით", -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებს.
 

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები