დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად ტექინსპექტირებაზე ყოველი მე-5 ავტომობილი ხარვეზდება - ვაჟა იორდანიშვილი

პირველად ტექინსპექტირებაზე ყოველი მე-5 ავტომობილი ხარვეზდება - ვაჟა იორდანიშვილი

2023-03-09 14:01:31

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ტექნიკურ შემოწმებაზე მისული ავტომობილების 50% ტექნიკურად გამართულია.

როგორც მან Business Insider Georgia-თან აღნიშნა, განმეორებით ტექინსპექტირებაზე გადასახადის დაწესებამ დადაებითი გავლენა მოახდინა და მძღოლები ცდილობენ, პირველივე ჯერზე მოაწესრიგონ მანქანები, რამაც ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა.

„მას შემდეგ რაც განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდა, ავტომობილები მფლობელებს პირველად ინსპექტირებაზე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მოჰყავთ. ადრე პირველ ეტაპზევე 33% ხარვეზდებოდა ანუ ყოველი მესამე, ახლა ეს მონაცემი 20% -მდე შემცირდა ანუ ყოველი მეხუთე ხარვეზდება, ჯამში, 50% მოთხოვნილ სტანდარტს პასუხობს.

ეს იმის მანიშნებელია, რომ მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა. თუმცა ვისურვებდი მეტი ავტომობილი გადიოდეს ტექინსპექტირებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ავტოპარკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება", - ამბობს იორდანიშვილი Busioness Insider Georgia- თან და დასძენს, რომ 2022 წელს ტექინსპექტირების მხრივ საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, შემოწმება საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარმა გაიარა. მეორე ნახევარი კი ტექინსპექტირებისთვის არ გამოცხადდა.

არსებული მონაცემით, 2023 წლის იანვარში ტექინსპექტირებაზე მისული ავტომობილების რაოდენობამ 73 800 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 71 900 ერთეული იყო. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა. მსუბუქი ავტომობილებისა და მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ეს ფასი 20 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის კი 30 ლარია.

2022 წელს ტექინსპექტირება ჯამში 790 000-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან დაახლოებით 250 000 დახარვეზდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები