დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერმა განათლების ახალი მინისტრი წარადგინა - რა ქონებას ფლობს გიორგი ამილახვარი

პრემიერმა განათლების ახალი მინისტრი წარადგინა - რა ქონებას ფლობს გიორგი ამილახვარი

2023-03-20 14:05:51

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. 

განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის დეპუტატის რანგში ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ამილახვარი და მისი ოჯახი უძრავ ქონებას მხოლოდ საქართველოში ფლობენ.

გიორგი ამილახვრის საკუთრებაშია თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 132,79 კვ.მ ბინა, 145,73 კვ.მ მანსარდა და 31,9 კვ.მ სარდაფი, რომელიც მინისტრმა 2006 წელს ჩუქებით მიიღო. მისი კუთვნილებას წარმოადგენს ასევე ამავე მისამართზე 76,92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

მინისტრი 25%-იან წილს ფლობს ჰოლში (დამხმარე ფართს), რომელიც 50,51 კვ.მ ფართს მოიცავს და თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

ამილახვარი ასევე ფლობს სოფელი შინდისში 2314 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2021 წელს 798 000 ლარად იყიდა. 

გიორგი ამილახვრის ოჯახის მფლობელობაშია და კონკრეტულად კი მისი მეუღლის სახელზეა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე (ყოფ. დავითაშვილი)196,91 კვ.მ ფართის ბინა, ორი ავტოფარეხი და 10,31 კვ.მ დამხმარე ფართი.

როგორც ჩანს მინისტრს და მისი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ საათები, რადგანაც მის დეკლარაციაში რამდენიმე ასეთი ნივთი მოხვდა, რომელთაგან ორი საათი 2022 წელს შეიძინა. ოჯახის საკუთრებაშია 2 ფერწერული ტილო, რაშიც წყვილმა 2017 წელს 28000 ლარი გადაიხადა.

გიორგი ამილახვარმა, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო 2022 წელს 53 501,65 ლარი გამოიმუშავა. იმავდროულად არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან 12 388,71 ლარის შემოსავალი მიიღო. 

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ამილახვრის მეუღლემ სახლის მშენებლობისთვის 350 000 ლარი დახარჯა. ასევე გადაიხადა შვილის სწავლის გადასახადი 25 000 ლარი და 5 900 დოლარი. ასევე 44 000 დოლარად გაყიდა ავტომობილო და საზღვარგარეთ მოგზაურობებისთვის დახარჯა 30 000 ლარი, ხოლო თავად გიორგი ამილახვარმა 25 000 ლარი. იმავდროულად წყვილმა 2022 წელს ტანსაცმელში 40 000 ლარი დახარჯა. 

გიორგი ამილახვარი 1984 წლის 1-ელ იანვარს რუსეთში, კერძოდ მოსკოვში დაიბადა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ამილახვარმა, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები