დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროფესიულ სასწავლებლებში 2022 წელს 25.9% -ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

პროფესიულ სასწავლებლებში 2022 წელს 25.9% -ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

2023-03-01 11:07:50

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო.

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი - კაცი. 2021 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9 პროცენტით.

როგორ გადანაწილდნენ სტუდენტები პროგრამების მიხედვით: 

ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა - 23%;

მომსახურებები - 20,4%;

ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა - 15,4%;

ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 12,9%;

ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი - 12,7%;

სხვა -15,3%. 

საქსტატის ცნობით, რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით თბილისი პირველია (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა  თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები